თავშესაფრის აღსაზრდელები მცირე ზომის დაწესებულებაში გადავლენ - მეუფე იაკობი

16.06.21 15:38
თავშესაფრის აღსაზრდელები მცირე ზომის დაწესებულებაში გადავლენ - მეუფე იაკობი

2022 წლის 1 აპრილიდან ნინოწმინდის პანსიონი ღია ტიპის სასწავლებლად გადაკეთდება, სადაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს სწავლას. ამის შესახებ თავშესაფრის ახალმა ხელმძღვანელმა, მეუფე იაკობმა, განაცხადა. მისი განმარტებით, ნინოწმინდაში ასევე აშენდება მცირე ტიპის დახურული დაწესებულება, სადაც სურვილის შემთხვევაში თავშესაფრის ბენეფიციარები გააგრძელებენ ცხოვრებასა და სწავლას. სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის ტერიტორიის გამოყოფის შესახებ შეთანხმება უკვე მიღწეულია.

როცა აშენდება ეს 3 სახლი,  დანაწილდებიან, ვისაც სურვილი აქვს დარჩენის, როგორც ევროპაში, ცივილიზებულ მსოფლიოშია მიღებული, იმ სისტემაზე გადავალთ. ამ ტერიტორიას რა თქმა უნდა სახელმწიფო გამოგვიყოფს. საუბარია 1000-დან 1500 კვადრატულ მიწაზე- განაცხადა მეუფე იაკობმა.                      

ბოლო ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონი კიდევ 2-მა  ბენეფიციარმა დატოვა. ამჟამად თავშესაფარში 20 აღსაზრდელი და 19 პედაგოგი რჩებიან. 

ნინოწმინდის თავშესაფრის ახალი ხელმძღვანელის, მეუფე იაკობის თქმით, ის მზადაა, სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვდეს, თუმცა მისი თქმით, ეს მედიის თანხლებითა და საპატრიარქოს ბალანსზე არსებული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე უნდა მოხდეს.

არასდროს მითქვამს, რომ სახალხო დამცველს  არ შევუშვებ. ვამბობ, რომ შევხვდები, თუნდაც ხვალ, საპატრიარქოს უნივერსიტეტში და ვაჩვენებ, რა მაქვს გაკეთებული, 

ბავშვებთან რატომ არ შეიძლება დღესდღეობით შემოსვლა, აქ სოციალური მუშაკები 24 საათი არიან. მე ვუფრთხილდები,  ამ ბავშვებს კიდევ რომ რამე არ დაუწყონ. - განაცხადა მეუფე იაკობმა.