"ქურდული გარჩევა" ქუთაისში - ვინ არიან დაკავებულები
"ქურდული გარჩევა" ქუთაისში - "პირველებმა" დაკავებულების ვინაობა დაადგინა. ასევე ჩვენთვის ცნობილი ხდება ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში გამართული შეკრების დეტალები.
„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეებისთვის დაკავებულები არიან: ალექსანდრე მელაძე, თეიმურაზ ჩხეიძე და დავით სანდუხაძე.
"პირველების" ინფორმაციით, კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოვებული ეს სამი პირი დავაში წარმოადგენდა ორივე მხარეს. საქმეში ე.წ.კანონიერი ქურდები ბიზნესმენ რიჩარდ ფხაკაძის ინიციატივით გამოჩნდნენ. მან საქმეში ჩართო დავით სანდუხაძე და თეიმურაზ ჩხეიძე. თავის მხრივ, სადავო კაფე-ბარის მფლობელმა, გელა ერაძემ დახმარება ალექსანდრე მელაძეს სთხოვა.
გელა ერაძე ირწმუნება, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ საქმე ე.წ. ქურდულ გარჩევას ეხებოდა. მისი თქმით, ეს იყო ბიზნესგარჩევა საკუთარ პარტნიორთან. ერაძე აღნიშნავს, რომ ამ დავის შედეგად მან მეწილეს 800$ და 800 ლარი გადაუხადა.
დაგვიბარა და გვითხრა, რომ ჩვენს ძმაკაცებთან მოვაგვაროთ. რიჩარდი არის ის, ვინც ჩარია ხალხი და დააკავა რაღაც გადაღებებით. მე ამ ადამიანებს არ ვიცნობ, არც ის მიგრძვნია, რომ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს ვესაუბრებოდი. ჩვეულებრივ, როგორც ბიზნესში ხდება, ისე მოვაგვარეთ. ჩემგან ქურდული ძალიან შორსაა"- აცხადებს ერაძე.
მისი თქმით, პირველ რიგში რიჩარდი უნდა იყოს დაკავებული. რაც შეეხება დაკავებულებს, ისინი დუმილის უფლებას იყენებენ.