დუბინკებით გაუსწორდნენ, მალები აქვს დაზიანებული, მკვდარს ჰგავს - ქსნის ციხეში პატიმარი სცემეს
ქსნის ციხეში პატიმარი სცემეს. ზურაბ ჩუბინიძის ოჯახი ,,პირველებს" უყვება, რომ ახალგაზრდა მამაკაცს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 10-მდე პირი ხელკეტებით ურტყამდა.
ზურაბ ჩუბინიძის დედა აცხადებს, რომ მის შვილს სხეულის მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული.
მაგრად სცემეს დუბინკებით, 10 კაცი სცემდა, ახლა რა მდგომარეობაშია, არ ვიცი, მითხრეს, რომ მე-11-ე, მე-12-ე მალა აქვს დაზიანებული, გარდაცვლილ ადამიანს ჰგავს და მიწიდან ამოღებულს, 120 კილოიანი ბიჭი 60 კილოც არ არის, დაანებონ თავი, ავადმყოფი ბიჭია, - აცხადებს პატიმრის დედა
ზურაბ ჩუბინიძე თავდაპირველად სასჯელს გლდანში იხდიდა, ის ცოტა ხნის წინ გადმოიყვანეს ქსნის იზოლიატორში, სადაც აღნიშნული შემთხვევა მოხდა.
ამჯერად საკუთარი თხოვნის საფუძველზე პატიმარი უკან, გლდანის მე-8 დაწესებულებაში დააბრუნეს.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ საკითხზე მიმდინარეობს კვლევა და ოფიციალური პოზიცია რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.