მკოცნიდა და ინტიმურ ადგილებზე მეხებოდა - ახალგაზრდა ქალი იღუმენ იონას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

16.06.21 17:15
მკოცნიდა და ინტიმურ ადგილებზე მეხებოდა - ახალგაზრდა ქალი იღუმენ იონას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

ახალგაზრდა ქალი მღვდელს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს. უმძიმეს ბრალდებას „პირველების“ რესპონდენტი სამების საკათედრო ტაძრის მღვდელს, იღუმენ იონას უყენებს. დაზარალებული ტვ პირველს თავად მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც მოძალადე სასულიერო პირზე რეპორტაჟი ნოდარ მელაძის  შაბათის ეთერში გავიდა.

მსხვერპლი ჰყვება, რომ  2019 წელს, როცა ის სულიერ დეპრესიაში იყო და ამიტომ ეკლესიაში ხშირად დადიოდა. იღუმენი იონა სწორედ სამების საკათედრო ტაძარში გაიცნო. გარკვეული პერიოდის შემდეგ მამაომ ახლოს გაცნობის მიზნით სახინკლეში დაპატიჟა, რაზეც სულიერი შვილი დათანხმდა. სწორედ სახინკლიდან წამოსვლისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მღვდელმა ახალგაზრდა ქალი სექსუალურად შეავიწროვა.

24 წლის ქალი  იღუმენ იონას მხრიდან სექსუალური შევიწროების ამბავს დეტალურად იხსენებს. 

ვაკის პარკთან გააჩერა მანქანით და ჩემი სახე გაატრიალა თავისკენ ხელით და მაკოცა ტუჩებში. ვცდილობდი, რომ მომეშორებინა როგორღაც, მაგრამ იმხელა ძალა ვიგრძენი მისგან, მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა. ყვირილი არ დამიწყია, იმიტომ, რომ ცოტა ხანში უნდა ჩავსულიყავი. ვუთხარი, რომ აი, თავისუფლებაზე ჩავალ მეგობარი უნდა ვნახო-თქო. დაძრა მანქანა. ვაკის პარკიდან სადღაც თავისუფლებამდე დაახლოებით ასეთი სიტუაცია იყო, რომ მკოცნის და თან ინტიმურ ადგილებში ცდილობს რომ შემეხოს. თან ძაიან ნასვამია, მაგრამ, ჩვეულებრივად ატარებდა. სავარაუდოდ, მიჩვეული იყო ასეთ რაღაცას, არ ვიცი, იმიტომ, რომ რომ გავაცნობიერე, პირველი შემთხვევა არ იყო. თავისუფლებაზე რომ ჩამოვედი, მელოდება ჩემი მეგობარი და მაგ დროს უკვე გონება დავკარგე იმდენად შოკირეულ მდგომარეობაში ვიყავი, თან ნასვამი და თან მამაოსგან ტუჩებში კოცნა ძალიან წარმოუდგენელი იყო, - ამბობს ახალგაზრდა ქალი.

დაზარალებული ამბობს, რომ მომხდარი მან დედას უამბო, რომელიც თავის მხრივ ნაცნობ მღვდელს დაუკავშირდა. ნაცნობმა სასულიერო პირმა საპატრიარქოს მიმართა, რის შემდეგაც მამა ანდრია ჯაღმაიძემ და მეუფე შიომ ახალგაზრდი ქალი საპატრიარქოში დაიბარეს და გამოჰკითხეს. მსხვერპლი ამბობს, რომ  ადგილზე მღვდელი იონაც იმყოფებოდა, რომელსაც ნერვიულობა ეტყობოდა. მიუხედავად იმისა, რომ მხილებულმა მღვდელმა მომხდარი უარყო, ახალგაზრდა ქალი ირწმუნება, რომ სასულიერო პირებს მის  მონაყოლში ეჭვი არ შეუტანიათ.  

ანდრია ჯაღმაიძეს და მეუფე შიოს დეტალურად მოვუყევი ეს ისტორია, სახეზეც არ შემოუხედავს ჩემთვის, პირდაპირ დაჯდა და თავი აქვს ქვევით დახრილი. თან ცივი ოფლი ასხამს, ანუ ძაან ნერვიულობს. ჰკიტხეს, ეს ამბავი კიყო თუ არა მართალი და მე საერთოდ მიცნობდა თუ არა. უთხრა,რ ომ მიცნობდა, მაგრამ ეს ამბავი, კოცნის ამბავი ად ხელების ფათური სიმართლეს მაინც და მაინც არ შეესაბამებოდა, უბრალოდ, ჩვენ შევხვდით ერთმანეთს და ვისაუბრეთ პირად თემებზე, უკეთ გავიცანით ერთმანეთი. ასეთ ამბავს ეუბნება, მაგრამ თან ძალიან ნერვიულობს, კანკალი დაიწყო და ყევლა მიხვდა, რომ არ ავტყუებდი არავის. ცოტა ხანში იონა გაუშვეს, გაიყვანეს და მეუბნებიან, გვჯერა, რომ ნამდვილად იყო ეს ყველაფერიო. ეს მართლა აღიარეს, - ამბობს ახალგაზრდა ქალი. 

ინფორმაციის გადამოწმება ტვ პირველმა მამა ანდრია ჯაღმაიძესთან სცადა. სატელეფონო საუბრისას სასულიერო პირმა დაადასტურა, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი ნამდვილად ჰქონდა, თუმცა თქვა, რომ დეტალებზე სხვა დროს ისაუბრებდა. 

ასეთი შემთხვევა იყო. მღვდელმსახურება მართლა ჰქონდა შეჩერებული. დიახ, მოძღვართან ერთად იყო მოსული, განხილვა იყო ამისი, ოღონდ არარ მახსოვს ასეთი დეტალები, დედასთან ერთად იყო, არასრულლლწლოვანზეა ლაპარაკი თუ არა. მე შემიძლია ამ თემაზე დაგელაპარაკოთ ცოტა მოგვიანებით, - განაცხადა  მამა ანდრია ჯაღმაიძემ. 

არსებული ინფორმაციით, ამ დროისათვის მამა იონა საქართველოში არ იმყოფება. მან ქვეყანა შაბათის ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ დატოვა.