დრო და ადგილი ცნობილია - ნინო ლომჯარია და მეუფე იაკობი ერთმანეთს ხვალ შეხვდებიან

16.06.21 17:20
დრო და ადგილი ცნობილია - ნინო ლომჯარია და მეუფე იაკობი ერთმანეთს ხვალ შეხვდებიან

ნინო ლომჯარია ხვალ მეუფე იაკობს შეხვდება.  "პირველების" ინფორმაციით, უკვე შეთანხმებულია დროც და ადგილიც.

ტვ პირველმა გაარკვია, რომ სახალხო დამცველს ნინოწმინდის პანსიონის ახალი მმართველი საპატრიარქოს უნივერსიტეტში 11:00 საათზე უმაპსინძლებს.

ნინო ლომჯარიასთან შეხვედრის სურვილი მეუფე იაკობმა დანიშვნიდან მალევე გამოთქვა და წინასწარვე განსაზღვრა, რომ მათი საუბრის ადგილი არ იქნებოდა თავშესაფარი.