გავაგრძელებთ მუშაობას, რათა მოხდეს ბავშვების შესაბამის პირობებში გადაყვანა მოხდეს - ტიკარაძე ნინოწმინდაზე

16.06.21 18:09
გავაგრძელებთ მუშაობას, რათა მოხდეს ბავშვების შესაბამის პირობებში გადაყვანა მოხდეს - ტიკარაძე ნინოწმინდაზე

ჯანდაცვის სამინისტრო გააგრძელებს თანამშრომლობას ყველა უწყებასთან, რომ ბავშვებმა ცხოვრება შესაბამის პირობებში გააგრძელონ - ჯანდაცვის მინისტრმა ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა. 

ჩვენ გავაგრძელებთ საპატრიარქოსთან მუშაობას, რომ მოხდეს ბავშვების შესაბამის პირობებში გადაყვანა. რაც გულისხმობს მცირე საოჯახო ტიპის საცხოვრისებს. სახალხო დამცველს გააჩნია თავისი მანდატი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს აღსრულებული. ჯანდაცვის სამინისტროსა და ზრუნვის სააგენტოს მხრიდან არასდროს ყოფილა ხელშეშლა ამ ფაქტთან მიმართებაში. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მოლოდინები - აცხადებს ეკა ტიკარაძე.