"ქურდული გარჩევა" ქუთაისში - დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ

16.06.21 19:27
"ქურდული გარჩევა" ქუთაისში - დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ

ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და "ქურდულ გარჩევაში" მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულებს ბრალი წარედგინათ. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

ადვოკატი მიხეილ ნემსაძე ვიდეოს ავთენტურობის დადგენას მოითხოვს და აცხადებს, რომ გავრცელებული ვიდეო კადრები მონტაჟია და დაკავებული დავით სანდუხაძის და თემურ ჩხეიძის რეალურ საუბარს არ ასახავს. 

მესამე დაკავებულის, ალეკო მელაძის, ადვოკატიც აღნიშნავს, რომ მისი კლიენტიც უდანაშაულოა, მას ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირი არ აქვს. ის ერთ-ერთ კომპანიაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობს.

დაკავებულების სასამართლო პროცესი ხვალ უნდა გაიმართოს. 

 "პირველებმა" დაკავებულების ვინაობა დაადგინა. ასევე ჩვენთვის ცნობილი ხდება ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში გამართული შეკრების დეტალები. 

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეებისთვის დაკავებულები არიან: ალექსანდრე მელაძე, თეიმურაზ ჩხეიძე და დავით სანდუხაძე. 

"პირველების" ინფორმაციით, კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოვებული ეს სამი პირი დავაში წარმოადგენდა ორივე მხარეს. საქმეში ე.წ.კანონიერი ქურდები ბიზნესმენ რიჩარდ ფხაკაძის ინიციატივით გამოჩნდნენ. მან საქმეში ჩართო დავით სანდუხაძე და თეიმურაზ ჩხეიძე. თავის მხრივ, სადავო კაფე-ბარის მფლობელმა, გელა ერაძემ დახმარება ალექსანდრე მელაძეს სთხოვა.

მსგავსი სიახლეები