წერეთელზე, პოლიციის შენობიდან კაცი გადახტა
თბილისში, წერეთელის ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობიდან კაცი გადმოხტა. tvpirveli.ge-ის ინფორმაციით, მამაკაცს ოჯახური ძალადობის საქმეზე კითხავდნან, როცა ეს უკანასკნელი აღელვდა და შენობიდან გადმოხტა.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, მამაკაცი გადარჩა, ის კონტაქტურია და კლინიკაშია გადაყვანილი.