დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო

16.06.21 22:54
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო - ინფორმაციას ბრალდებულის ადვოკატი, დავით ჯანდიერი, ავრცელებს: 

საჩივრიდან გამომდინარე, სასამართლოს ყველა ძირითად საკითხზე აქვს ყურადღება გამახვილებული.

მომჩივნის ოჯახის თხოვნით, ხვალ შევხვდები მას გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 12 საათზე, რის შემდეგად გავაკეთებ მედიისთვის კომენტარს. მომჩივანთან დაკავშირებული ფაქტები უკავშირდება კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) სავარაუდო დარღვევას. დეკანოზთან პირველივე შეხვედრაზე, ჩემი თხოვნით, შევთანხმდით, რომ საჩივრის შინაარსზე (რაც ევროპული სასამართლოს გარდა ჩვენ ორისთვის იყო აქამდე ცნობილი), შემდგომ პროცედურებამდე საუბარი არ გვექნებოდა. ხვალ შესაძლებლობა მექნება ინფორმაცია მოგაწოდოთ, ასევე იხილოთ სასამართლოს ვებ გვერდზე", – წერს ჯანდიერი. 

გიორგი მამალაძის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი 2019 წლის 31 იანვარს გაიგზავნა.