გაიღება თუ არა ნინოწმინდის კარი ომბუდსმენისთვის - ნინო ლომჯარია მეუფე იაკობს ხვდება
გაიღება თუ არა ნინოწმინდის კარი ომბუდსმენისთვის - ნინო ლომჯარია საპატრიაქროს უნივერსიტეტში უკვე მივიდა. სახალხო დამცველი მეუფე იაკობს დახურულ კარს მიღმა ხვდება. სწორედ შეხვედრის შემდეგ გადაწყდება შეძლებს თუ არა ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარებთან გასაუბრებას.
მამა ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონის ხელმზღვანელ პირად დანიშვნის შემდეგ მეუფე იაკობმა გარკვეული პოზიტიური ნაბიჯების გადადგმა უკვე შეძლო.
არის ძალიან პოზიტიური პროცესები. მეუფე იაკობმა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოასწრო უკვე ამ მცირე ხანში. იყუო დაანონსებული შესაძლო შეხვედრის შესახებ და სახალხო დამცველი გამოეხმაურა ამ შეთავაზებას, - ამბობს მამა ანდრია ჯაღმაიძე.
რას მოიმოქმედებს სახალხო დამცველი თუკი მეუფე იკოაბი მას ნინოწმინდის პანსიონში შეშვებაზე ისევ უარს ეტყვის, ჯერჯერობით უცნობია.