დამთავრდება იმით, რომ ტელევიზიებისგან იქნებიან ბავშვები დასაცავები - მამა ანდრია ჯაღმაიძე

17.06.21 11:15
დამთავრდება იმით, რომ ტელევიზიებისგან იქნებიან ბავშვები დასაცავები - მამა ანდრია ჯაღმაიძე

მამა ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონის აღსაზრდელებზე არავინ ფიქრობს და მთავარი ამოცანა სახალხო დამცველის პანსიონში შეღწევაა. სასულიერო პირის თქმით, შესაძლოა, ბენეფიციარები ტელევიზიებისგან იქნან დასაცავები.

მე მგონია, რომ დაგვავიწყდა ბაშვები, გვახსოვს მხოლოდ, როგორ შევაღწიოთ შიგნით. ბავშვებზე ვიზრუნოთ. ეს ყველაფერი დაიწყო იმით, რომ თითქოს ეკლესიისგან უნდა დაეცვათ ბავშვები და დამთავრდება იმით, რომ ტელევიზიებისგან იქნებიან ბავშვები დასაცავი. შტურმი დავამთავროთ, ბავშვებს ვაცადოთ, რომ მშვიდ გარემოში იცხოვრონ, - ამბობს მამა ანდრია ჯაღმაიძე. 
 

სახალხო დამცველი ამ  დროისათვის  მეუფე იაკობს საპატრიარქოს უნივერსიტეტში ხვდება. მიაღწევენ თუ არა კონსესუსს მხარეები და შეუშვებს თუ არა მეუფე იაკობი ნინო ლომჯარიას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, ჯერჯერობით უცნობია. 

მსგავსი სიახლეები