"ქურდული გარჩევა" ქუთაისში - დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

17.06.21 12:08
"ქურდული გარჩევა" ქუთაისში - დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და გარჩევაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ სამ პირს  პატიმრობა შეეფარდა - გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო. 

ადვოკატები ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ.

"პირველებმა" დაკავებულების ვინაობა დაადგინა. ასევე ჩვენთვის ცნობილი ხდება ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში გამართული შეკრების დეტალები. 

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეებისთვის დაკავებულები არიან: ალექსანდრე მელაძე, თეიმურაზ ჩხეიძე და დავით სანდუხაძე. 

"პირველების" ინფორმაციით, კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოვებული ეს სამი პირი დავაში წარმოადგენდა ორივე მხარეს. საქმეში ე.წ.კანონიერი ქურდები ბიზნესმენ რიჩარდ ფხაკაძის ინიციატივით გამოჩნდნენ. მან საქმეში ჩართო დავით სანდუხაძე და თეიმურაზ ჩხეიძე. თავის მხრივ, სადავო კაფე-ბარის მფლობელმა, გელა ერაძემ, დახმარება ალექსანდრე მელაძეს სთხოვა.