NCD-ს თანამშრომელი კოვიდ 19-ით გარდაიცვალა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) სამცხე-ჯავახეთის განყოფილების თანამშრომელი კოვიდ 19-ით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად NCDC ავრცელებს. ცენტრის ცნობით, ლიანა ნებაძე მობილური ამცრელი ბრიგადის წევრი იყო, რომელიც იმუნიზაციას კარდაკარ ახორციელებდა.