შეთანხმება მიღწეულია - ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში მეუფე იაკობთან ერთად ჩავა
სახალხო დამცველი მომდევნო კვირაში ნინოწმინდის პანსიონში მეუფე იაკობთან ერთად ჩავა. ინფორმაცია მედიას სახალხო დამცველმა მეუფე იაკობთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა:
ვაპირებთ, რომ შემდეგ კვირაში ერთობლივად ჩავიდეთ პანსიონში, ვინაიდან ბავშვებსაც აქვთ გარკვეული გაუცხოება სახალხო დამცველის მიმართ და მე მინდა, რომ მონიტორინგი ისე ჩავატაროთ, ჩვენს შორის არსებობდეს ნდობა და მტრულად განწყობილნი არ იყვნენ", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მისი თქმით, ვიზიტი სიტუაციას განმუხტავს და ამის შემდეგ ომბუდსმენის წარმომადგენლები პანსიონში მუშაობას დაიწყებენ.
ნინო ლომჯარიამ ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრა კოსნტრუქციულად წარიმართა.
მსგავსი სიახლეები
ივანიშვილის დეპუტატების პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება - TI
TI-ის შეფასებით, სარჩელი არ შეიცავს იმ კონკრეტულ, სარწმუნო და საკმარის მტკიცებულებებს, რომლებიც პოლიტიკური პარტიების აკრძალვის უკიდურეს ზომას კონსტიტუციურად გაამართლებდა.