საქართველო ყველაზე ცუდი განათლების სისტემის მქონე ქვეყნების ათეულში აღმოჩნდა.
ამერიკულმა ,,ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ" მთელი მსოფლიოს მასშტაბით განათლების სტანდარტი შეამოწმა და დასკვნაც დადო.
OECD-ს ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე ცუდი საგანმანათლებლო სისტემა გვხვდება შემდეგ სახელმწიფოებში: ბირმა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, დომენიკის რესპუბლიკა, ეკვატორული გვინეა, საქართველო, ლიბანი, ლიბია, მონაკო, პაკისტანი, შრი ლანკა, ზამბია.
საუკეთესო განათლების სისტემის მქონე ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება: კანადა, იაპონია, ისრაელი, კორეა, დიდი ბრიტანეთი, ამერიკა, ავსტრალია, ფინეთი, ნორვეგია და ლუქსემბურგი.
მონაცემები ეყრდნობოდა შემდეგ მაჩვენებელს: ცოდნის მიღების როგორი სისტემა აქვთ ქვეყნებს და სკოლის დასრულების შემდეგ რამდენი ახალგაზრდა იღებს საკუთარ ქვეყანაში უმაღლეს განათლებას.
რაც შეეხება დაბალი სტანდარტის განათლების სისტემის მქონე ქვეყნებს, OECD-ს ინფორმაციით, ამის მიზეზი შიდა კონფლიქტები და არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობაა.