თუ ერთ ბავშვს მაინც ჰქონდა ნათქვამი რამე, ის თანამშრომლები ჩვენთან აღარ დაიშვებიან - მეუფე იაკობის გადაწყვეტილება

17.06.21 13:03
თუ ერთ ბავშვს მაინც ჰქონდა ნათქვამი რამე, ის თანამშრომლები ჩვენთან აღარ დაიშვებიან - მეუფე იაკობის გადაწყვეტილება

მეუფე იაკობის განცხადებით, არც ერთი ის თანამშრომელი, რომლების მიმართ პანსიონის აღსაზრდელებს პრეტენზია აქვთ, დაწესებულებაში აღარ იმუშავებს. 

თუ ერთ ბავშვს მაინც ჰქონდა ნათქვამი რამე, არ ვარკვევთ, ბავშვი მართალია თუ მტყუანი, ის თანამშრომლები ჩვენთან აღარ დაიშვებიან. ვაკეთებთ ცვლილებებს და დარჩებიან ისინი, ვისთანაც პრეტენზია არ არის, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ბოდბის მიტროპოლიტის თქმით, დღის ცენტრი ისევ ნინოწმინდაში, თუმცა სხვა ტერიტორიაზე განთავსდება.

ასეთი დიდი დაწესებულებები არ შეიძლება, იმიტომ მიდის შეცვლის პროცესი. 2022 წლის 1-ელ აპრილამდეა ლიცენზირებული ეს დაწესებულებები. მადლობა ამ აჟიოტაჟისთვის, უფრო სწრაფად და ხარისხიანად შევცვლით“- თქვა სასულიერო პირმა.