დაკითხვების სერია პოლიციაში - 46 წლის კაცის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე სამართალდამცავები დაკითხეს

17.06.21 13:21
დაკითხვების სერია პოლიციაში - 46 წლის კაცის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე სამართალდამცავები დაკითხეს

გამოკითხვების სერია პოლიციაში - ვინ, ან რამ აიძულა ახალგაზრდა კაცს, მესამე სართულიდან გადმომხტარიყო, ამ დრომდე უცნობია. 

"პირველების" კორესპონდენტის ცნობით, გამომძიებლები იმ სამართალდამცველებს კითხვენ, ვინც 46 წლის ლევან გაჩეჩილაძე პოლიციაში დაიბარა, რის შემდეგაც მამაკაცმა შენობის მესამე სართულიდან თვითმკვლელობა სცადა. 

სახელმწიფო ინსპექტორის გამომძიებელი, ირაკლი კაჭკაჭაშვილი, ამბობს, რომ მომხდარ ფაქტზე შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროდან შევიდა.

როგორც კაჭკაჭაშვილმა განმარტა, შემთხვევის ადგილიდან გამოძიებისათვის საინტერესო ნიმუშები ამოიღეს, რომლებზეც შესაბამისი ექსპერტიზა მიმდინარეობს.

 გამოძიების დაწყებისთანავე დაუყოვნებლივ მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რომლის ფარგლებშიც ამოღებული იქნა გამოძიებისათვის საინტერესო კვლები, ნიმუშები, რომლებზეც ამ ეტაპზე შესაბამისი ექსპერტიზები ინიშნება. შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია გარკვეული ობიექტები, ნიმუშები, კონკრეტულ დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ მოგახსენებთ. ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს, რა გამოიკვეთა, ამასთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ, ჯერ ინფორმაციის შეკრება მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის გამოკითხული არიან ფაქტთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის, პოლიციის თანამშრომლები“, - განაცხადა კაჭკაჭაშვილმა.

მსგავსი სიახლეები