მკვლელობა, თუ უბედური შემთხვევა - ბათუმში ქალის ცხედარი იპოვეს
ბათუმში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ქალის ცხედარი იპოვეს. ირკვევა, რომ გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ის ნაქირავებ ბინაში მეზობლებმა აღმოაჩინეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.
როგორც თვითმხილველები TV25.GE-ს უყვებიან, ქალი ბინაში მარტო ცხოვრობდა და მათივე თქმით, სავარაუდოდ, მოკლულია.