შემიძლია, ძმრად ვადინო ყველა დარღვევა „ქართულ ოცნებას“ - გიორგი ვაშაძე

17.06.21 13:42
შემიძლია, ძმრად ვადინო ყველა დარღვევა „ქართულ ოცნებას“  - გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებით დაჩქარებული წესით დაკომპლექტებას ეხმიანება. გიორგი ვაშაძე ფაქტს შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევად მიიჩნევს და აცხადებს, რომ შეთანხმების თითოეული პუნქტის შეუსრულებლობა „ქართულ ოცნებას“ ძვირად დაუჯდება. 

კლანი სასამრთლოში გავეშებულია. ისინი ასწრებენ „ქართული ოცნების“ მილევად  ხელისუფლებაში ყოფნას, რომ რაც შეიძლება, სწრაფად გააღრმავონ თავისი კლანის ფესვები. მათ მოუწევთ პერსონალური სანქციების მიღებაც, მათ მოუწევთ ძალიან მკაცრი პასუხი. ჩვენ საქმე გვაქვს თაღლითებთან, მაგრამ ჩემთვის ახლა ყველაზე დიდი იარაღი არის თვითონ შარლ მიშელის დოკუმენტი, რომლითაც ყველა საშინაო და საგარეო ასპარეზზე შემიძლია, ძმრად ვადინო ყველა დარღვევა „ქართულ ოცნებას,“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე