ნუ არტყამთ ყიზილბაშებივით ალყას პანსიონს, რატომ უშლით ბავშვებს ნერვებს? - მეუფე იაკობი ჟურნალისტებს

17.06.21 13:49
ნუ არტყამთ ყიზილბაშებივით ალყას პანსიონს, რატომ უშლით ბავშვებს ნერვებს? - მეუფე იაკობი ჟურნალისტებს

ბოდბელი ეპისკოპოსი მედიას მოუწოდებს, დატოვონ ნინოწმინდის პანსიონი. მეტიც, სასულიერო პირის მტკიცებით, მედიის იქ ყოფნა ბავშვებს სტრესულ გარემოში აგდებს. 

თქვენ გთხოვთ, ჟურნალისტებს, იქ ალყა რომ გაქვთ დარტყმული, დიდი სტრესია ბავშვებისთვის და ვერ გამოდიან სტრესიდან, მოგვეცით საშუალება, რომ მოვამზადოთ, რაც შეიძლება სწრაფად შევიდნენ, თქვენ თუ არ დასტრესავთ...

ვცდილობთ, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესები გავითვალისწინოთ და დროზე დავამთავროთ ასეთი დაძაბული სიტუაცია. თქვენ, ჟურნალისტები, თუ აღარ დაგვიძაბავთ იქ, ძალიან სწრაფად შევლენ. 

ალყა რომ გაქვთ ყიზილბაშებივით შემორტყმული, ბავშვები გუშინ გეუბნებოდნენ, წადით-წადითო,  თქვენს გამო ვერ გამოვდივართ გარეთო, რატომ უშლით ნერვებს ბავშვებს? - ამბობს მეუფე იაკობი.

ბოდბელი ეპისკოპოს იაკობსა და  სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, შორის შეხვედრა ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ სახალხო დამცველი  მეუფე იაკობთან ერთად მომდევნო კვირაში ეწვევა ნინოწმინდის პანსიონს.