სასტიკი ძალადობა შვილზე - 12 წლის ბიჭი მამამ უმოწყალოდ სცემა

17.06.21 15:13
სასტიკი ძალადობა შვილზე - 12 წლის ბიჭი მამამ უმოწყალოდ სცემა

სასტიკი ძალადობა შვილზე - რუსთავში მამამ 12 წლის ბიჭი ქამრით უმოწყალოდ სცემა. სასტიკი მოპყრობის მიზეზი სავარაუდოდ, შვილის დაუმოჩილებლობა გახდა. 

მეზობლების ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქე ორ არასრუწლოვან შვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, თუმცა მსგავსი ძალადობა არასდროს შეუნიშნავთ.

ნაცემი ბავშვი პირველად ახლომდებარე სუპერმარკეტის თანამშრომლებმა ნახეს. მამის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შესახებ არასრულწლოვანმა სწორედ მათ მოუყვა. ინფორმაცია სუპერმაკეტის თანამშრომლებმა ბავშვის მამასთან გადაამოწმეს, რომელმაც  ფაქტი დაადასტურა და ეს აღზრდის მეთოდით ახსნა. 

ფაქტის შესახებ მაღაზიის თანამშრომლებმა სამართალდამცველებს შეატყობინეს. ამ დროისათვის 50 წლამდე მამაკაცი უკვე დაკავებულია. მას პატიმრობა შეეფარდა.