უნდა დამტკიცდეს, რომ ციანიდი არ მქონია და არავის მოკვლას არ ვგეგმავდი - დეკანოზი გიორგი მამალაძე

17.06.21 16:05
უნდა დამტკიცდეს, რომ ციანიდი არ მქონია და არავის მოკვლას არ ვგეგმავდი - დეკანოზი გიორგი მამალაძე

ციანიდის სკანდალურ საქმეზე დაკავებული დეკანოზის ადვოკატის, დავით ჯანდიერის, ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი იმედიანად არის განწყობილი და სტარსბურგის სასამართლოსგან გამამართლებელ განაჩენს ელოდება. 

უშუალოდ დოკუმენტი მამალაძეს ჯერ არ მიუღია სტრასბურგის სასამართლოსგან. ის საკმაოდ იმედიანადაა განწყობილი. არის ახალი ეტაპი ამ საქმეში, რომელთა დაკავშირებითაც უკვე წლებია, ცდილობს, საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს. ბუნებრივია, თავს კვლავ უდანაშაულოდ მიიჩნევს. როგორც თავად დღეს მითხრა, სტრასბურგთრან დაკავშირებით მისი მოლოდინი ის არის, რომ ციანიდი არ ჰქონია და არავის მოკვლას არ გეგმავდა. - აღნიშნა მამალაძესთან ციხეში შეხვედრის შემდეგ გამოსულმა ადვოკატმა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება,  რადგან ეს წარმატების იმედს აძლევს.

ის ფაქტი, რომ სტარსბურგმა განხილვაში მიიღო საქმე, იმედის მომცემია, რადგან სტარსბურგი განხილვაში ისე არ იღებს საქმეს, თუ მტკიცებულება არ გაააჩნია და  თუ საქმეს პერსპექტივა არ აქვს მოგების. 

დიდი იმედი გვაქვს, რომ სამართალი დადგინდება და ჩემი ძმა უდანაშაულოდ იქნება ცნობილი - ამბობს დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე.

ადვოკატ დავით ჯანდიერის ინფორმაციით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე წარმოებაში მიიღო.