ავტოავარია გორი-იგოეთის გზაზე - დაშავებულია რამდენიმე ექიმი

17.06.21 16:16
ავტოავარია გორი-იგოეთის გზაზე - დაშავებულია რამდენიმე ექიმი

ავტოავარია გორი-იგოეთის გზის მონაკვეთზე - დაშავებულია რამდენიმე ექიმი. სამედიცინო პერსონალი მსუბუქი ავტომობილით წეროვანისკენ მიემართებოდა, რა დროსაც მათ „მერსედესის“ მარკის ავტომობილი შეეჯახა. 

დაშავებული ექიმები კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებათ. ექიმების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.