მგზავრები შოკში იყვნენ - ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება მინსკი-თბილისის რეისზე
ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება მინსკი-თბილისის რეისზე - ხელჩართული ჩხუბი მგზავრებს შორის მოხდა.
გამოცემა gazetaby.com-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ჩხუბი ნასვამი ქართველი მამაკაცის გამო დაიწყო, რომელმაც ბელარუს ქალს შეურაცხყოფა მიაყენა. უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბორტზე დამცველები გამოუჩნდნენ, რომლებმაც აგრესორის ცემა სცადეს.
თვითმხილველი ამბობს, რომ თითმფრინავის ბორტზე მცირეწლოვანი ბავშვებიც იყვნენ, რომლებიც მომხდარის გამო შოკირებულები დარჩნენ.
სტუარდებმა ბელორუსი ქალი სხვაგან გადასვეს, აგრესიული მამაკაცი კი პოლიციამ თბილისის აეროპორტში ჩამოსვლისთანავე დააკავა.