ვინ ააშენებს პანსიონის ნაცვლად მცირე ზომის სახლებს ნინოწმინდაში - რას ამბობს მეუფე იაკობი

17.06.21 17:15
ვინ ააშენებს პანსიონის ნაცვლად მცირე ზომის სახლებს ნინოწმინდაში - რას ამბობს მეუფე იაკობი

ნინოწმინდის პანსიონის ახალი ხელმძღვანელი, მეუფე იაკობი, ამბობს, რომ პანსიონი მცირე ზომის დღის ცენტრად გადაკეთდება. ამ ეტაპზე უცნობია, სად განთავსდება დღის ცენტრები: 

აქ იქნება დღის ცენტრი, გავაკეთებთ ყველაფერს, ჩართულები ვიყავით აქამდე სახელმწიფო, საპატრიარქო, ევროკავშირი, Unicef, ასევე, World Vision და დაემატა სახალხო დამცველი.

ყველა რეკომენდაციასა და რჩევას გავითვალისწინებთ. რადგან მე მივედი და ჩემთვის ეს საქმე არის ახალი, მაგრამ არა უცხო, ამას მივხედავთ და უმაღლესი სტანდარტებით გავაკეთებთ აბსოლუტურად", - ამბობს მეუფე. 

სასულიერო პირის თქმით, ახალ საცხოვრებლებში 6 ბავშვი იქნება და ამით მსოფლიო სტანდარტს დაიცავენ.

ვინ ააშენებს პანსიონის ნაცვლად მცირე ზომის სახლებს ნინოწმინდაში, ამას მეუფე იაკობი არ აკონკრეტებს. როგორც მეუფე იაკობი "პირველებთან" ამბობს, ამისთვის ფინანსების მოიძება დაიწყო, თუმცა ჯერ არავისთვის მიუმართავს.

სახალხო დამცველი პანსიონის კარს მომავალ კვირას გააღებს. ეპისკოპოს იაკობის გადაწყვეტილებით, კანონი აღსრულდება და  პანსიონის კარი სახალხო დამცველისთვის გაიღება. 

მსგავსი სიახლეები