ბარიკადების აღების შემდეგ ხეობის მცველები ხელისუფლებას კიდევ 2 მოთხოვნას უყენებენ

17.06.21 17:21
ბარიკადების აღების შემდეგ ხეობის მცველები ხელისუფლებას კიდევ 2 მოთხოვნას უყენებენ

ბრძოლამ შედეგი გამოიღო. რკინის ბარიკადები გუმათში აღებულია, თუმცა რიონის ხეობის მცველების კიდევ რამდენი მოთხვნა ხელისუფლებას შესასრულებელი აქვს. უწყვეტი პროტესტი მონაწილეები ახლა დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას და ხეობაში პოლიციის გარეშე თავისუფლად გადაადგილების უფლებას მოითხოვენ.

პირველი ნაწილი ჩვენი მოლაპარაკების იყო ის, რომ აეღოთ ბარიკადები და  პოლიციის გასვლა. აქ იცით, რომ არიან პოლიციის დიდი ძალები. რაც შეეხება დაკავებულ ბიჭებს, პროკურატურამ უნდა გააკეთოს განცხადება, ველოდებით ამ პირობების შესრულებას, შემდეგი შეხვედრა დაინიშნება და გავაგრძელებთ საუბარს პირობების შემდეგ ნაწილზე, რაც გულისხმობს სამუშაო პროცესის შეჩერებას ხეობაში - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

იმერეთის გუბერნატორი, ზვიად შალამბერიძე, აცხადებს, რომ ხელისუფლებამ თავისი პირობა შეასრულა.

საქართველოს ხელისუფლებამ გაიზიარა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მოწოდება, ის, რომ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისთვის.  ჩვენი ვალდებულება შევასრულეთ, ბარიერების მოხსნა -  განაცხადა ზვიად შალამბერიძემ, იმერეთის გუბერნატორმა.

ხეობის მცველები ელოდებიან, რომ აქციაზე დაკავებული 2 აქტივისტი რამდენიმე დღეში გათავისუფლდება.