საპენსიო სესხი შესაძლოა, შემცირდეს - ალეკო ელისაშვილი

17.06.21 18:36
საპენსიო სესხი შესაძლოა, შემცირდეს  - ალეკო ელისაშვილი

,, შესაძლოა, საპენსიო სესხზე პროცენტი შემცირდეს" , ამის შესახებ პარტია ,,მოქალაქეების" ლიდერმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა. ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, პარლამენტში შეიქმნა ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ საკითხზე მუშაობს. ჯგუფში შედიან პარლამენტის თავმჯდომარე, ,,ქართული ოცნების" წევრები, პარტია ,,მოქალაქეები" და ,,ლიბერთი ბანკის" მფლობელი.

პენსიონერებთან დაკავშირებით სასიამოვნო ცვლილებები იგეგმება, სავარაუდოდ, ეს საპენსიო სესხს შეეხება, გუშინ იყო სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა პარლამენტის თავმჯდომარე, ,,ლიბერთი ბანკის" მფლობელი, ,,ოცნების" წევრები და ჩვენი პარტიიდან ლევან იოსელიანი..

არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ არ შეიძლება, ყველაზე ღარიბ მოსახლეობას 36% ჰქონდეს სესხი. - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.