მამის მკვლელობაში ბრალდებული 21 წლის ბიჭი ნაფიცმა მსაჯულებმა უდანაშაულოდ ცნეს

09.12.23 16:12
მამის მკვლელობაში ბრალდებული 21 წლის ბიჭი ნაფიცმა მსაჯულებმა უდანაშაულოდ ცნეს

მამის მკვლელობაში ბრალდებული კახა კობახიძე ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს. საუბარია გარდაბანში მომხდარ მკვლელობაზე, რა დროსაც 48 წლის კაცი შვილმა, იმ დროს მოკლა, როდესაც ის მეუღლეზე და შვილებზე ძალადობდა და მათ დანით მოკვლით ემუქრებოდა.

რომელსაც უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, თორმეტივე ნაფიცმა მსაჯულმა უდანაშაულოდ ცნო - წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.

ნაფიცი მსაჯულების გამამართლებელი ვერდიქტის შემდეგ, 21 წლის ახალგაზრდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა.

მოკლულის ცოლი, ნათია ჩაბროდაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებდა, რომ მისი ქმარი მკვლელობის დღესაც ამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შვილი იძულებული გახდა თავი დაეცვა.  ახალგაზრდის გატავისუფლებას ითხოვდა ახალსოფლის მოსახლეობაც.

კახა კობახიძემ გარდაბნის რაიონის სოფელ ახალსოფელში მამა 11 მაისს მოკლა. 

21 წლის ბიჭი პოლიციას თავად ჩაბარდა და ბრალიც აღიარა. მის წინააღმდეგ გამოძიება  11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.

უმძიმეს ქეისზე რეპორტაჟი "შაბათის ეთერმა" რამდენიმე თვის წინ მოამზადა - მაშინ, ნათია ჩაბროდაშვილი "ტვ პირველს" უყვებოდა, როგორ დადგა მისი ცხოვრება თავდაყირა მიმდინარე წლის 11 მაისს.  45 წლის ქვრივი ჰყვებოდა, რომ მისმა მეუღლემ საბედისწერო დღეს, ჯერ ის შვილების თანდასწრებით სცემა, ქალი გაიქცა, ამ დროს ქმარი დანით დაედევნა, შეიარაღებული მამის გაჩერებას  დედის და მცირეწლოვანი ძმის გადასარჩენად 21 წლის კახა კობახიძე შეეცადა, მამა შვილს შორის შეხლა-შემოხლა კი 48 წლის კაცის სიკვდილით დასრულდა.