ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ბათუმში - დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე

20.06.21 16:06
ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ბათუმში - დაკავებულია აქციის რამდენიმე  მონაწილე

აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე  საპროტესტო აქციაზე ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაკავებულია აქციის რამდენიმე  მონაწილე. ბათუმელი მოჭიდავეების, ძმები წულუკიძეების ახლობლებმა კარვების გაშლა სცადეს, რასაც  პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. 

ძმები წულუკიძეები 15 აპრილს,  გუმათში, ნამოხვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობის შემდეგ დააკავეს.