17 წლის ბიჭი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე ძაღლმა გაკაწრა, იპოვეს - ახალგაზრდა 3-ჯერ არის აცრილი
17 წლის ბიჭი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე ძაღლმა გაკაწრა, იპოვეს - ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნინო ჯიბლაძე აქვეყნებს.
ჯიბლაძე წერს, რომ ბავშვის მშობლები დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ახალგაზრდა 3-ჯერ არის აცრილი.
ყველას გაინტერესებთ და ესე უნდა გაგახაროთ! რა ბედნიერებაა ესეთი კარგი ამბის გაზიარება:
მოვიდნენ ბავშვის მშობლების მეგობრები და მოგვახარეს რომ ბავშვი 3ჯერ არის უკვე აცრილი!
შეგიძლიათ გაახაროთ სხვებიც. ყველას უდიდესი მადლობა ამდენი ყურადღებისთვის და მხარდაჭერისთვის",- წერს ჯიბლაძე სოციალურ ქსელში.
მოზარდის პოვნის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც ადასტურებს და ამბობს, რომ 17 წლის ბიჭს ვაქცინაცია დაწყებული აქვს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 19 დეკემბერს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომ იძებნება მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე ძაღლმა გაკაწრა, რადგან ძაღლს ცოფი დაუდასტურდა.