როგორ არეკეტებს კრიმინალური სამყარო "ლილოს" მოვაჭრეებს?! - ახალგაზრდა ბიზნესმენის მკვლელობის დეტალები
"ნოდარ მელაძის შაბათის" ექსკლუზივი - როგორ არეკეტებს კრიმინალური სამყარო "ლილოს" მოვაჭრეებს?! - "ტვ პირველის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა "ლილო მოლის" ავტოსადგომზე 2023 წლის 3 აგვისტოს, მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალების გარკვევა შეძლეს. საუბარია, ბიზნესმენ რომან ასაევის მკვლელობაზე, რომელიც დღის 13:00 საათზე ქილერმა ათობით მოწმის წინ მოკლა.
ბიზნესმენის მკვლელობის ბრალდებით, განსასჯელის სკამზე 21 წლის ჟაკი ალაზოვი ზის. "ლილოს" მოვაჭრეები "მელაძის შაბათს" უდასტურებენ, რომ რომან ისაევი დემონსტრაციულად, მის მაღაზიასთან ე.წ. ქურდების დაკვეთთ მოკლეს.
უმძიმესი ჭრილობებით რომან ისაევი ოჯახმა თურქეთში, კლინიკაში გადაიყვანა, 21 წლის ქილერი კი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, მკვლელობის იარაღი და ჩანთა ორთაჭალის ტერიტორიაზე ნაგვის ურანში გააგდო და სარფის მიმართულებით ტაქსით წავიდა, თუმცა პოლიციამ ის ზესტაფონში დააკავა. ჟაკი ალაზოვმა დანაშაული აღიარა, თქვა, რომ ისაევი პირადი კონფლიქტის გამო მოკლა და მკვლელობის იარაღი ქუჩაში შემთხვევით იპოვა. თავდაპირველად პოლიცია ამ ვერსიაზე მუშაობდა, რომ ბიზნესმენმა 21 წლის ბიჭს აგინა და მან შურისძიების მიზნით მოკლა, თუმცა ყველაფერი თავდაყირა, მას შემდეგ დადგა, რაც დაკითხვაზე ბიზნესმენის სიმამრი დაიბარეს. მან ჩვენების დროს პირდაპირ თქვა, რომ მკვლელობამდე მის სიძეს ე.წ. ქურდული სამყარო არეკეტებდა, სთხოვდნენ, ბიზნესის მშვიდად კეთების სანაცვლოდ "ქურდებისთვის" 150 ათასი დოლარი გადაეხადა. კრიმინალური ბანდის მიერ განხორციელებულ ტერორზე ჯამბულ მამედოვმა „შაბათის ეთერთანაც „დეტალურად ისაუბრა.
"შაბათს ეთერის" ინფორმაციით, კრიმინალური ჯგუფი უცხოეთიდან მოქმედებს, თუმცა აქ წარმომადგენლები ჰყავთ, რომლებიც ფულის ამოღებით ან ურჩი მოვაჭრეების დასჯით არიან დაკავებულები.
- ვინ არეკეტებს "ლილოს" მოვაჭრეებს და ვისი გავლით მიდი დიდი ფული ლილოდან ე.წ. ქურდულ საერთოში?
გამოძიებამ დაადგინა, ლილოს ბაზრობის კონტროლი გარდაბნელ ელმურაზ მამედოვს აქვს ჩაბარებული.
- ვინ არის ელმურაზ მამედოვი? - მან გარდაბანი 5 წლის წინ დატოვა და საცხოვრებლად პოლონეთში გადავიდა, ერთ-ერთი ვერსიით, ის აზერბაიჯანელი კრიმინალური ავტორიტეტის ნადირ სალიფოვის იგივე „გულის“მხარდამჭერი და დიდი თაყვანისმცემელი იყო. ანტალიაში ე.წ. ქურდ "გულის" მკვლელობის შემდეგ მოვაჭრეების რეკეტი სადიკ მიზოევმა გადაიბარა, სწორედ მირზოევის ბანდის წევრია ახლა ელმურაზ მამედოვი, რომელიც როგორც ჩანს, "კანონირი ქურდის" წარმომადგენელმა "ლილოს" ბაზრობის რეკეტი დაავალა. ე.წ. ქურდი გულის ინტერესებს "ლილოს" ბაზრობაში პროკურორი "შაბათის ეთერთანაც" ადასტურებს.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ მას შემდეგ რაც ბიზნესმენმა ისავმა ქურდებს წილის გადახდაზე უარი უთხრა, მისი სამაგალითოდ დასჯა გადაწყვიტეს და მკვლელობა შეუკვეთეს. ქილერი 21 წლის ჟაკი ალაზოვი რადიკალური პრორუსული მოძრობა "ალტ ინფოს" აქტივისტია, მისი ძმა 5 ივლისის ძალადობრივ აქციების ერთ ერთ მონაწილე იყო, მან დაარბია თბილისის პრაიდის ოფისი.
დგინდება, რომ 21 წლის ქილერი "ალტ ინფოს" რიგებიდან 45 წლის ირმა შალოიანმა შეარჩია. პროკურატურამ დაადგინა, რომ ქილერს იარაღი დავალების შესასრულებლად შალიანომა გადასცა. ირამა შალოანი ვაზიანში ცხოვრობს, ის მცირე ზომის სასურსათო მაღაზიის მფლობელია.
"შაბათსის ეთერის" მიერ მოპოვებული გამოზიების მასალებით დგინდება, რომ ქვეყანაში ფულის გამოძალვა სისტემურ პრობლემად იქცა და ბაზრობის მოვაჭრეებიდანაც კი წილი ე.წ. ქურდულ სამყაროს მიაქვს, ვინც უარს ამბობს კლავენ. პროკურორი "შაბათის ეთერს" უდასტურებს, რომ ე.წ. კრიმინალურმა სამყარომ "ლილოს" ბაზრობის მოვაჭრეებს დასაშინებლად ბიზნესმენის მკვლელობის ვიდეო გადაუგზავნა და გააფრთხილა, რომ ვინც ხარკს არ გადაიხდის იგივე ბედს გაიზიარებს.
21 წლის მკვლელობაში ბრალდებულს ციხეში სამუდამო პატიმრობის გატარება მოწევს, თუმცა ამის მიუხედავად, ის მაინც არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და არ ამბობს, რომ ბიზნესმენის მკვლელობა ლილოს ბაზრობაზე ქურდებმა დაუკვეთს.
მამედოვს კი საქართველოს პროკურატურა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებს, მასზე ძებნა აქვს გამოცხადებული უკრაინასაც. გამოიღებამ დაადგინა, რომ ის არა მხოლოდ ლილოს ბაზრობის მოვაჭრეებს არეკტებდა, იგივე საქმიანობით იყო დაკავებული უკრაინაშიც.
ტერორი ლილოს ბაზრობაზე - ყველა დეტალი მარიამ გაფრინდაშვილის სპეციალურ რეპორტაჟში