გახელაძის მხარდასაჭერად! - ოჯახის პროტესტს სამოქალაქო აქტივისტები უერთდებიან

23.06.21 11:00
გახელაძის მხარდასაჭერად! - ოჯახის პროტესტს სამოქალაქო აქტივისტები უერთდებიან

გახელაძეების პროტესტს სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები უერთდებიან. ისინი ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან, საიდანაც წავლენ სოფელ ქვემო ჭალაში, სადაც აქციაა დაგეგმილი. 

როგორც სამოქალაქო მოძრაობის წევრები ამბობენ, ხელისუფლებამ ვერ შეასრულა დაპირება, რომ გახელაძეს 23 ივნისამდე მაინც გაათავისუფლებდა. 

სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ამ მიმართულებით უმოქმედობა უნდა დაასრულოს. 

ზაზა გახელაძე თითქმის ერთი წელია პატიმრობაშია. ე.წ. სასამართლომ მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.