გორში ავტომობილი ველოსიპედით მოსიარულე კაცს დაეჯახა - დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა
გორში მსუბუქი ავტომობილი ველოსიპედით მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა. მოქალაქეს მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული. ის ამ დროსითვის "გორმედის" კლინიკაშია გადაყვანილი.
გამოძიებას გორის პოლიცია აწარმოებს.