განადგურებული ფრესკები - გელათში იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფი ჩავიდა

23.06.21 11:35
განადგურებული ფრესკები - გელათში იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფი ჩავიდა

გელათის პრობლემებს იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფი შეისწავლის. სპეციალისტები უკვე ადგილზე იმყოფებიან და მუშაობა უკვე დაიწყეს. სპეციალისტები გელათში 30 ივნისამდე დარჩებიან. 

გელათის კომპლექსი მედიისთვის, მრევლისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებისთვის დახურულია. სასულიერო პირების თქმით, კვირას გელათი მრევლისთვის გაიღება. 

ჯგუფი შეისწავლის ტაძარზე 2008 წელს შედგენილი პროექტის მიხედვით ჩატარებულ გადახურვის სამუშაოებს, რომელიც ხარვეზებით შესრულდა. დაშვებულმა შეცდომებმა კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მნიშვნელოვნად დააზიანა.

სპეციალისტები გელათის ფრესკების განადგურებაზე უკვე წლებია, საუბრობენ. 2014 წელს ჩატარებული 5-წლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად, ძეგლი კვლავ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღების საფრთხის წინაშეა.