ქუთაისში "კაი მარკეტი" დააყაჩაღეს - წაღებულია 1 000 ლარი
ქუთაისში აღმაშენებელი-ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე მაღაზია "კაი მარკეტი" დააყაჩაღეს.
კომენდანტის საათის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მაღაზიაში უცნობი პირები დანით შეიჭრნენ და ბასრი საგნის მუქარით თანამშრომლებს 1000 ლარი წაართვეს. დეტალებს ,,ტვ პირველი" შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.