თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი იხურება - მიზეზი ფინანსური კრიზისია

23.06.21 12:13
თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი იხურება - მიზეზი ფინანსური კრიზისია

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი იხურება. მიზეზი ფინანსური კრიზისია, რომელზეც ხელმძღანელი უკვე დიდი ხანია, საუბრობს. თამაზ ელიზბარაშვილი ამბობს, რომ არა ერთი მცდელობის მიუხედავად, დამფინანსებელი არ გამოჩნდა და თანხა ცხოველებისთვის არც თბილისის ბიუჯეტიდან გამოიყო.

პანდემიიდან მოყოლებული საგრძნობი გახდა ფინანსური პრობლემა. თავშესაფარაი, მოგეხსენებათ, მდებარეობს ჩემს კერძო ტერიტორიაზე, 2500 კვადრატული მეტრია თავისი შენობა-ნაგებობებით. შევთავაზე ჩუქება, ოღონდ ერთი პირობით, რომ 8 წელი უნდა შეენარჩუნებინათ პროფილი, 8 წელი უნდა ემუშავა თავშესაფარს, მაგრამ უარი მითხრა როგორც მთავრობამ ასევე, ბიზნესმა, - ამბობს ელიზბარაშვილი. 

ამ დროისთვის თავშესაფარში 250 ძაღლია. მათი ნაწილი გაჩუქდება, მეორე ნაწილს კი  ისევ ქუჩაში მოუწევს ცხორება. თავშესაფარში დროებით მხოლოდ დაავადებული ძაღლები დარჩებიან.