ბადრი ესებუა საქართველოშია - ვახტანგ გომელაური

23.06.21 12:25
ბადრი ესებუა საქართველოშია - ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის, განცხადებით, ნომერ პირველ ტერორისტად გამოცხადებული ბადრი ესებუა საქართველოშია და მას ქვეყნის საზღვარი არ დაუტოვებია. 

შესაბამისი კომენტარი გომელაურმა "ტვ პირველის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

ხუმრობა იქეთ იყოს და ვმუშაობთ ამ საკითხზე. შსს- ს ღირსების თემაა ეს საკითხი. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შემიძლიათ, გითხრათ, რომ არ დაუტოვებია ქვეყანა და ის სავარაუდოდ საქართველოში იმყოფება"- თქვა გომელაურმა. 

შეგახსენებთ, რომ ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი  ესებუას სამართალდამცავი უწყებები უკვე 6 თვეზე მეტია ეძებენ, თუმცა მისი დაკავება ამ დრომდე ვერ მოახერხეს.  

მსგავსი სიახლეები