კრიტიკული მედიის გაჩუმების მცდელობა - მესამე სექტორი პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე საუბრობს

23.06.21 13:37
კრიტიკული მედიის გაჩუმების მცდელობა - მესამე სექტორი პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე საუბრობს

პოლიტიკური მართლმსაჯულება, რომელსაც ხელისუფლება პირადი ინტერესებისთვის იყენებს - ასე აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმეებზე სასამართლო პროცესების განახლებას. მესამე სექტორი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული საქმეები თაროდან  ნოდარ მელაძის შაბათში გასული საგამოძიებო რეპორტაჟების გამო ჩამოიღეს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თვლიან, რომ ხელისუფლება ამ გზით კრიტიკული მედიის გაჩუმებას ცდილობს.

,,საია"-ს თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი, გამოძიების და სასამართლოს ობიექტურობასთან დაკავშირებით შეკითხვების არსებობაზე საუბრობს. 

სამწუხაროდ, ცუდი ტენდენციის სახით ვხედავთ, რომ კრიტიკული ტელევიზიების მიმართ, მათი ხელმძღვანელობის მიმართ, სისხლის სამართლის პროცესები ჩერდება, იწყება, განახლდება პოლიტიკური პროცესების ფონზე ხოლმე. ეს არ არის ერთადერთი, ამის მაგალითები ვნახეთ ჩვენ წინა პერიოდშიც, მათ შორის, სხვა კრიტიკული ტელევიზიების ხელმძღვანელობის მიმართ, როდესაც პოლიტიკური შეთანხმებების საფუძველზე ჩერდებოდა სისხლის სამართლის საქმეები, შემდეგ განახლდებობდა სწორედ ისევ პოლიტიკური პროცესების გამო. ეს ყველაფერი ბადებს შეკითხვებს გამოძიების ობიექტურობასთან მიმართებით და ასევე, სასამართლოს ობიექტურობასთან მიმართებით,- ამბობს  სიმონიშვილი. 

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელის საქმე გაურკვეველი მიზეზით ერთი წლის განმავლობაში თაროზე იყო შემოდებული, თუმცა არჩევნებამდე 5 თვით ადრე ხელისუფლებამ ის თაროდან ჩამოიღო. სასამართლო პროცესი 2 ივლისს ჩაინიშნა.