9 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედება - ბრალდებულს 15 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

23.06.21 15:28
9 წლის გოგონას  მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედება - ბრალდებულს 15 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ  და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებული რ.ყ. დამნაშავედ ცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 17 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით რ.ყ. 9 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედებას და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ახორციელებდა.

სამართალდამცავებმა რ.ყ. 2020 წლის 12 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) და 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლომ რ.ყ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები