შემაშფოთებელია არასრულწლოვნებში სექსუალური ძალადობის მაჩვენებელი - ომბუდსმენის მწვავე ანგარიში

23.06.21 17:40
შემაშფოთებელია არასრულწლოვნებში სექსუალური ძალადობის მაჩვენებელი - ომბუდსმენის მწვავე ანგარიში

სახალხო დამცველმა პარლამენტში  წლიური ანგარიში  ბავშვების უფლებრივი მდგომარეობით დაიწყო. ნინო ლომჯარიამ ქვეყანაში არასრულწოვნების მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. 

დღესდღეობით ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფი სწორედ ბავშვები არიან. პირველი ფაქტორი ამ მოწყვლადობისა არის სიღარიბე. ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში, რა თქმა უნდა, ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა უფრო დამძიმდა. 2020 წლის განმავლობაში სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანილია 315 არასრულწლოვანი და მათი 15%-ის შემთხვევაში სახელმწიფოს ზრუნვაში გადაყვანის საფუძველი იყო სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე. აღნიშნული ზრდის ბავშვების ინსტიტუციაში განთავსების რისკებს და ამის მაგალითი ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ განვითარებული მოვლენებია. განსაკუთრებით შემაშფოთებელია სექსუალური ძალადობის მაჩვენებელი. გასული წლის განმავლობაში 254 ასეთ ფაქტზე დაიწყო გამოძიება, - განაცხადა ლომჯარიამ. 

პარლამენტში უკვე ერთი საათია, სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშს უსმენენ.