ქმარმა მძინარე ცოლი დანით აჩეხა - შემზარავი დანაშაულის ახალი დეტალები

09.01.24 20:00
ქმარმა მძინარე ცოლი დანით აჩეხა - შემზარავი დანაშაულის ახალი დეტალები

 

ქმარმა მძინარე ცოლი დანით აჩეხა. შემზარავი დანაშაულის დროს სახლში ოთხი თვის ჩვილი და ბაბუა იმყოფებოდნენ. ქალის  განწირული ყვირილი მეზობლებმა გაიგეს, მაგრამ საშველად ბინაში რამდენიმე საათის დაგვიანებით ავიდნენ. 27 წლის ქეთევან ედიბერიძე ათზე მეტი ჭრილობით საავდმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა  ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. წინასწარი ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის დროს  ქმარი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ახლა გამომძიებლები მოძალადე კაცის გამოჯანმრთელებას ელოდებიან, რომ დააკავონ. ცოლის მკვლელობის შემდეგ გიორგი კავლელაშვილმა თვითდაზიანებები მიიყენა. ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

ირკვევა, რომ კაცი ცოლზე ხშირდ ძალადობდა, თუმცა მის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოწერილი არ იყო. სასტიკი დანაშაული გვიან ღამით ვარკეთილში მოხდა. ცოლ-ქმარი ოთხი თვის შვილთან ერთად დმანისიდან ბავშვის ასაცრელად ჩამოვიდნენ.
 

მსგავსი სიახლეები