ბათუმში მეოთხე სართულის აივანი ჩამოინგრა - დაშავებულია 2 ადამიანი

23.06.21 17:50
ბათუმში მეოთხე სართულის აივანი ჩამოინგრა - დაშავებულია 2 ადამიანი

ბათუმში  საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულის აივანი ჩამოინგრა. შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე მოხდა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

 ნგრევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, ისინი ადგილზე დასაქმებული მუშები იყვნენ, რომლებიც ადგილზე  სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ. ორივე მათგანი ბათუმში რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც კვლევები უტარდებათ. ერთ-ერთ მათგანს ტვინის შერყევა აქვს. 

შსს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება სსკ 240_ე მუხლით მიმდინარებს.