რომელ რაიონებს შეეზღუდებათ წყალმომარაგება? - ჩამონათვალი

09.01.24 23:25
რომელ რაიონებს შეეზღუდებათ წყალმომარაგება? - ჩამონათვალი

თბილისში, საბურთალოს, ისნისა და მთაწმინდის რაიონებს წყლის მიწოდება დილამდე შეუწყდებათ - ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ავრცელებს. 

ირვევა, რომ საბურთალოს, ისნისა და მთაწმინდის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდებათ:

  • საბურთალოს რაიონში, სოფ.დიღომი, ნესტან დარეჯანის ქ. N 15ა თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 09/01 21:30-დან 10/01 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: სოფ.დიღომი ნესტან დარეჯანი, ვეფხისტყაოსანი, დავარი, ასმათი, რამაზი, ფატმანი, რაინგესი N 1-35(კენტებს), 2-36(ლუწები) და ჰუბერტის ქუჩებს.
  • ისნის რაიონში, პატარძეულის ქ. N 5 ში, მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 09/01 19:10-დან 10/01 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: პატარძეულის, უჯარმის, კაკულიას, დოლაბაურის 1 და 2 ქუჩებს და შესახვევებს, ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის, დესპინე გელოვანის და კაჭარავას ქუჩებს.
  • მთაწმინდის რაიონში, დაბა შინდისში, წყალი შეწყვეტილია მ. ჯავახიშვილის ქ. N 20 თან სატუმბო სადგურში ქსელზე დაზიანების გამო, დაბა შინდისში: ჯავახიშვილის, ტაბიძის, ბარნოვის, ილია ჭავჭავაძის, დუმბაძის, მელიქიშვილის, ნაძვნარის, 9 აპრილია და სატყეოს ქუჩებზე წყალმომარაგების აღდგენის დრომ გადაიწია 10/01 06:00-მდე.