ნატა ფერაძემ მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო - აქტივისტი პოლიციამ გამოკითხა

10.01.24 10:37
ნატა ფერაძემ მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო - აქტივისტი პოლიციამ გამოკითხა

ნატა ფერაძე პოლიციამ გამოკითხა. სამოქალაქო აქტივისტმა სამართალდამცველებს მუქარის შემცველი შეტყობინებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.  ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ფერაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო მასალა სამების საკათედრო ტაძრიდან, რომელშიც ჩანს, რომ იოსებ სტალინის გამოსახულებიან ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს. ამ საქმეზე პოლიციას გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით აქვს დაწყებული. ნატა ფერაძე კი ითხოვს რომ პოლიციამ მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა, იმისთვის რომ დაისაჯონ მუქარის შემცველი შეტყობინებების ავტორები.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამების ტაძარში დაბრძანებულია რუსი წმინდანის, მატრონას ხატი, რომელზეც სტალინია გამოსახული. მოგვიანებით პრორუსული პარტია "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა, ირმა ინაშვილმა და დავით თარხან მოურავმა განაცხადეს, რომ ხატი ეკლესიას მათ შესწირეს. 

ვერც სამებაში და ვერც საპატრიარქოში პრობლემას ვერ ხედავენ და აცხადებენ, რომ ხატზე "უარყოფითი პერსონაჟიც შეიძლება მოხვდეს".

მსგავსი სიახლეები