"კონტაქტურია, თუმცა, ჩვენების მიცემას, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს" - როგორია ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი კაცის მდგომარეობა
ცოლის მკვლელობაში მხილებული კაცი ბრალის წარდგენას ელოდება. გიორგი კავლელაშვილი ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკის სარეანიმაციო ბლოკში რჩება.
მძიმე დანაშაულში მხილებული მამაკაცი გონს ცოტახნის წინ მოვიდა, თუმცა ექიმები ამბობენ, რომ მამაკაცს არც ადვოკატთან კომუნიკაცია შეუძლია და არც გამომძიებლებისთვის ჩვენების მიცემა, რის გამოც დიდი ალბათობით, ბრალის წარდგენა დაუსწრებლად მოხდება. არ არის გამორცხული ქეთევან ედიბერიძის მკვლელობაში მხილებული კაცი, ციხის საკანში პირდაპირ კლინიკის პალატიდან გადაიყვანონ.
პაციენტის მდგომარეობა სტაბილური რჩება ამ დროისთვის გაუარესების გარეშე. ის იმყოფება ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში. გუშინ ჩაუტარდა კარდიოქირურგიული ოპერაცია. გულის ჭრილობა იყო და გაიკერა ჭრილობა. ის კონტაქტურია, თუმცა, სავარაუდოდ, პაციენტი ჩვენების მიცემას გამომძიებელებისთვის ვერ შეძლებს. ჯერ მისი მდგომარეობა მაგ კონდინციაში არ არის. ჩვენც ვერ გავცემთ ამ ეტაპზე ნებართვას", - ამბობს ექიმი.
რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, ახალგაზრდა წყვილის ახლობლებს ამაზე საუბარი უჭირთ, რადგან მათი თქმით, ცოლ-ქმარს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ.
ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ჩვენ როგორც ვიცით, ძალიან პატივს სცემდა მეუღლე და რა მოხდა მართლა არ ვიცი. ასაცრელად ჰყავდათ ბავშვი წაყვანილი. სავარაუდოდო, ბიჭის მამას ეცოდინება, იმიტომ, რომ სახლში მარტო ის იყო. ამბობდნენ, რომ ამ ბიჭის სმა უყვარდაო, მაგრამ ამ გოგონას ხელში, მსგავსი არაფერი ყოფილა", - ამბობს ოჯახის ახლობელი.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ქმარმა 27 წლის ქეთევან ედიბერიძეს თბილისში, საცხოვრებელ ბინაში არაერთი ჭრილობა მიაყენა. ახალგაზრდა კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
მომხდარის შემდეგ კავლელაშვილმა თვითდაზიანებები მიიყენა. წყვილს 4 თვის ბავშვი ჰყავთ.
ირკვევა, რომ კაცი ცოლზე ხშირად ძალადობდა, თუმცა მის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოწერილი არ იყო. სასტიკი დანაშაული გვიან ღამით ვარკეთილში მოხდა.