ე.წ. პიჯაკების საქმე - მივა თუ არა თეიმურაზ მღებრიშვილი პროცესზე, რომლის გამოკითხვასაც დაცვის მხარე ითხოვს
ე.წ. პიჯაკების საქმე - დაცვის მხარეს დღევანდელ პროცესზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მაშინდელი უფროსის თეიმურაზ მღებრიშვილის დაკითხვა სურს.
მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველს, ბექა ბასილაიას აინტერესებს კითხვებზე პასუხები მღებრიშვილისგან, რეალურად იკვეთებოდა თუ არა თემურ ჯანაშიას ბრალეულობა იმავე ქმედებებში, რა ქმედებებშიც თემურ მღებრიშვილის დანაშაულებრივი ქმედებები ვერ გამოკვეთა "ოცნების" ხელისუფლებამ.
მივა თუ არა მღებრიშვილი გამოსაკითხად მოწმის სახით საქალაქო სასამართლოში ეს დაზუსტებული არ არის, თუმცა დაცვის მხარეს ამის მოლოდინიაქვს.
ბატონი თეიმურაზ მღებრიშვილი იკავებდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თანამდებობას ანზორ ჩუბინიძის შემდეგომ პერიოდში და ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი განკარგულება, როდესაც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაევალა სპეცრეისის ხარჯის ანაზღაურება პრემიერ-მინისტრის განკარგულების საფუძველზე და სწორედ ამ კომპონენტში ჩვენ გვაინტერესებს მისი პასუხები, თეიმურაზ ჯანაშიაც, რომელსაც უშაულოდ სამსახური ექვემდებარებოდა და ბრალდება აქვს წარდგენილი, უშუალოდ მის განკარგულებებს ასრულებდა და ვალდებული იყო თუ არა ზოგადად სამსახური შეესრულებინა ვის დაქვემდებარებაშიც იყო მისი განკარგულებები და ყოველგვარი რევიზიისა და წინაპირობების გარეშე ეს იყო თუ არა სავალდებულო? ეს არის დოკუმენტურად დადასტურებული და იმედი გვაქვს, რომ ბატონი თეიმურაზის ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე დაგვიდასტურებს", - ამბობს ბექა ბასილაია.