ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო

10.01.24 11:51
ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო

ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც ბრალდების მხარემ პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენა.

პროკურორების განცხადებით, პენიტენციური დეპარტამენტიდან წარდგენილ ოქმში მითითებული არ იყო სააკაშვილის პოზიცია, სურდა თუ არა მას მისი მონაწილეობის გარეშე პროცესის გაგრძელება.

აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა, ვინაიდან მათი განმარტებით, სააკაშვილი თანახმა იყო, მისი მონაწილეობის გარეშე სხდომა გაგრძელებულიყო. აღნიშნულის მიუხედავად, მოსამართლემ სხდომა 21 იანვრამდე გადადო. კოჭლამაზაშვილის განმარტებით, სასურველი იყო, ოქმში მსჯავრდებულს მკაფიო ნება გამოეხატა. დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური დაცვის ყოფილი უფროსი თემურ მღებრიშვილი უნდა დაეკითხათ.