გორის საბავშვო ბაღებში საკვები მარაგის დეფიციტია
გორის საბავშვო ბაღებში საკვები მარაგის დეფიციტია. ბაღების სააგენტო, ამ დრომდე ვერ პოულობს კომპანიებს, რომელიც სააღმზრდელო დაწესებულებებს პროდუქტებით მოამარაგებს. ტენდერი უკვე თვეზე მეტია გამოცხადებულია, თუმცა უშედეგოდ. საახალწლო არდადეგებიდან ბაღებში დაბრუნებული მცირეწლოვანების საკვები ულუფები, სავარაუდოდ, არასრულფასოვანი იქნება. მენიუდან ფაქტობრივად ქრება ხორცპროდუექტები და რძისპროდუქტები. მოზარდებს სავარაუდოდ მხოლოდ შვრიის ფაფებით, ოსპის წვიანითა და მაკარონით გამოკვებავენ.
ბაღებში ამბობენ, რომ ხორცპროდუექტებს და რძისპროდუქტებს ორშაბათიდან ელოდებიან.
ჩვენ ბაღს გვაქვს ყველაფერი და ორშაბთაიდან შემოვა დანარჩენი პროდუქცია. უბრალოდ ხორცი არ არის შემოსული", - ამბობენ გორის ერთ-ერთ ბაღში.
გორის ოპოზიცია კი ამბობს, რომ ლადო ხინჩეგაშვილმა და გორის მაღალჩინოსნებმა გორელი ბავშვების ხარჯზე გაიზარდეს ხელფასები.
"ოცნებამ" სამწუხადო, გორის საბავშვო ბაღებში ბავშვები საკვების გარეშე დატოვა. მათთვის მარტო შვრიის ფაფა გაიმეტა. მენიუში ხორცპროდუქტები და რძისპროდუქტები არ არის. სამაგიეროდ ლადო ხინჩეგაშვილი და გორის მაღალჩინოსნები ბედნიერად შეხვდნენ ახალ წელს გაზრდილი ხელფასებით და პრემია-დანამატებით და ეს მოხდა გორელი ბავშვების ხარჯზე", - ამბობს ენმ-ს წევრი ქეთევან გოგიაშვილი.