მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა აღნიშნავს გარკვეულ ჩივილებს - ჩხაიძე
მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა აღნიშნავს გარკვეულ ჩივილებს - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის” კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ "პირველებს" განუცხადა.
ჩხაიძის თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რაიმე გართულებას არ ელოდებიან.
პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა აღნიშნავს გარკვეულ ჩივილებს. ამიტომ პაციენტი საჭიროებს ყურადღებას სტაციონარის პირობებში, რაც გრძელდება. მას გააჩნია გარკვეული ჩივილები, რაც საყურადღებოა. უარესად ნამდვილად არ არის. რაიმე გართულებას, ჩვენ ნამდვილად არ ველოდებით, პროგნოზირება მედიცინაში რთულია, მაგრამ, ჩვენ ამ ეტაპზე გართულებებს არ ველოდებით", - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
ცნობისთვის, მოსამართლის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასწრებაზე მიხეილ სააკაშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უარი განაცხადა.