"არ ვთვლით, რომ რამე პრობლემაა" - შიდა ქართლის ბაღების სააგენტო თავის მართლების რეჟიმში გადავიდა
შიდა ქართლის ბაღების სააგენტო თავის მართლების რეჟიმში გადავიდა. რატომ ვერ მოიძებნა კომპანიები, რომლებიც სააღმზრდელო დაწესებულებს საკვები პროდუქტებით მოამარაგებენ? სააგენტოში ამტკიცებენ, რომ ტენდერი დასრულებულია, რძის და ხორცპროდუქტების მიწოდება კი ბაღებში საახალწლო არდადეგების გამო ვერ მოახერხეს.
არ ვთვლით, რომ რამე პრობლემაა, უბრალოდ რძის პროდუქტების გარდა, სხვა ყველა პროდუქტი დამარაგებული გვაქვს ბაღებში. რძის პროდუქტების შეტანა დაიწყება ხვალიდან. ფიზიკურად ვერ მივაწოდებდით, იმიტომ, რომ ორი კვირა დაკეტილები იყვნენ ბაღები. რძის და ხორცის ტენდერი დასრულებულია", - ამბობს ორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ვახტანგ გიუნაშვილი ვახტანგ გიუნაშვილი.
გორში საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი პრობლემების ფონზე განახლდა, ბაღებში საკვები პროდუქტის დეფიციტია. ამის მიზეზი ჯერ კიდევ დაუსრულებელი ტენდერებია.